21 | 11 | 2017

საკრებულოს წევრები მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს წევრები - ჯუმბერ ბლაგიძე, ალექსანდრე მახათაძე და გოგი მორჩილაძე სოფელ ჭანჭათში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები სოფელის შიდა გზების შეკეთებას ითხოვენ, მათი განცხადებით, დაზიანებული გზა გადაადგილების პრობლემას ქმნის. აუცილებელია გზის მოხრეშვა და დაგრეიდერება.

საკრებულოს წევრებმა შეკრებილებს დახმარება და პრობლემის მოგვარება აღუთქვეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა