21 | 11 | 2017

ქალაქში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები ქალაქში სტალინის ქუჩაზე. ამ წუთებში უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის მოწყობა. სამუშაოებისათვის 128264 ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გზა და კეთილმოწყობა“ აწარმოებს.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო. წვიმიან ამინდში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა