საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 11:46

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ ალექსანდრე სარიშვილმა დღის წესრიგი კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ კომისიის სხდომაზე განმარტებები გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა : ,,მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით 7 თვეში გაწეული ხარჯების ანალიზის შედეგად მიზანშეწონილია განხორციელდეს კორექტირებები კერძოდ; საკრებულოს არაფინანსური აქტივების მუხლი შემცირდეს 6500 ლარით და გაიზარდოს საკრებულოს ოფისის მუხლი 6500 ლარით საკანცელარიო საქონლის შესაძენად, წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღრსულების ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულების კლების მუხლი შემცირდეს 36000 ლარით და გაიზარდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი 36000 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესრულების მიზნით. გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 3000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს გამგეობის მივლინების მუხლი 3000 ლარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამგეობაში დასაქმებულ მუშაკთა დაგეგმილ ტრენინგზე მივლინების ხარჯების დაფინანსება, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 17950 ლარით და გაიზარდოს არაფინასური აქტივების მუხლი 17950 ლარით. მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 247 ათასი ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტში. აღნიშნული თანხა მოხმარდება სტიქიის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და ღრმაღელეში გზის რეაბილიტციას “, აღნიშნა მომხსენებელმა. გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული სამსახური შემოვიდა წინადადებით, რომ სამკურნალო და საოპერაციო პროგრამის დახმარების მუხლი შემცირდეს 15 ათასი ლარით და გაიზარდოს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის მუხლი 15 ათასი ლარით. წარმოდგენილ საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიდამონაცვლეობით მოხდეს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის მუხლის 20 ათასი ლარით გაზრდა და დახმარების გაცემა მოხდეს კომისიის წესით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.