17 | 12 | 2017

გიწვევთ!

11 სექტემბერს კულტურის ცენტრში ფილმის „თავგანწირვის ტაძრის“ ჩვენება გაიმართება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია 2-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. „თავგანწირვის ტაძარი“ სტუდია „გუთანის“ მიერ 2016 წელს მომზადდა და ოჯახის თემატიკას შეეხება. ფილმში ასახულია საქართველოში არსებული დემოგრაფიული კრიზისი, შობადობის შემცირება, განქორწინების სიმრავლე, აბორტი და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც ეკლესია სახელმწიფოთან ერთად ცდილობს გამოსავალი იპოვოს. ბილეთის ფასი 5 ლარია. დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადაეცემა ამავე ფილმის DVD ვერსია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა