საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მხარის გუბერნატორი დაესწრო

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 16:13

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე პირველ მოადგილესთან-ქეთი მოისწრაფეშვილთან ერთად დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ მადლობა გადაუხადა მხარის გუბერნატორს საკრებულოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობისთვის. ,,მინდა სასიამოვნო ფაქტი აღვნიშნო, პირველი შემთხვევა არის, როდესაც ჩვენი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი ესწრება საკრებულოს სხდომას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ ბატონო მერაბ შემდგომ საქმიანობაში გურიისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ“, აღნიშნა გიორგი ხელაძემ. ,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო თქვენთან ერთად. მომავალი წლების განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტისთვის არის გადამწყვეტი და არსებითად მნიშვნელოვანი, ღირსეულად უნდა შევუწყოთ ხელი. მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რომელიც აუცილებელია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს მტკიცედ გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც რეგიონისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი და მე დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ამ ძალიან დიდ საქმეს წარმატებით გავართმევთ თავს. გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა იქნება წარმატებული“, განაცხადა მხარის გუბერნატორმა სხდომაზე. საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გუბერნატორი საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.