21 | 11 | 2017

გუბერნატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს შეხვდა

დღეს გურიის რწმუნებული-გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. „მე მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლანჩხუთის განვითარებისთვის არის საჭირო მოვისმინო და გვერდში დაგიდგეთ" - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრაზე. გურიის გუბერნატორი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საკრებულოს წევრებსა და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე:. - „ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლაათ, ის რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. მზად ვარ ნებისმიერ თქვენგანთან კოორდინირებული მუშაობისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა