საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 16:40

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი განიხილეს. განსახილვევლი საკითხი გახლდათ ბიუჯეტში განსახორცილებელი ცვლილება, რომელზეც წინა საკრებულოს სხდომაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. როგორც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებების განხორცილება აუცილებელია მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისთვის წლის დარჩენილ პერიოდში. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა: ,, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს N1828 განკარგულებით აგვისტოს თვეში ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოიყო 247000 ლარი, რომლიდანაც 130000 ლარი მიიმართოს ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენით სამუშაოებზე, 117000 ლარი ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. საქართველოს მთავრობის 6 ივლისის N1394 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის გამოყოფილი 1010000 ლარიდან ელექტრონული ტენდერების შედეგად მიღებულია ეკონომია 15134 ლარი, მათ შორის: 10080 ლარი სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯი; საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლის ხარჯი 5053 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯის 10080 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის და მოვლის ხარჯი. 15134 ლარი მიმართოს: 1. სოფელ ნიგვზიანში დავით მოისწრაფიშვილის ეზოსოსთან სახიდე გადასასვლელზე 9926 ლარი; 2. სოფელ არჩეულში თამაზ აბაშიძის ეზოსთან რკ. ბეტონის არხის მოწყობა და გზის მოხრეშვა 5208 ლარი. მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით 7 თვეში გაწეული ხარჯების ანალიზის შედეგად მიზანშეწონილია განხორციელდეს კორექტირებები. კერძოდ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაფინანსური აქტივების მუხლი შემცირდეს 25000 ლარით და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის არაფინანსური აქტივების 15000 ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს; საკრებულოს ოფისის ხარჯი 9200 ლარით, ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯი 10800 ლარით. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღრსულების ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულების კლების მუხლი შემცირდეს 36000 ლარით და გაიზარდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი 36000 ლარით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესრულების მიზნით. მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფისის ხარჯი გაიზარდოს 4800 ლარით, ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯი 9400 ლარით, სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯი 800 ლარით, გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 3000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს გამგეობის მივლინების მუხლი 3000 ლარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამგეობაში დასაქმებულ მუშაკთა დაგეგმილ ტრენინგზე მივლინების ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტის გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის დაფინანსება გაიზაროს 5000 ლარით. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 17950 ლარით და გაიზარდოს არაფინასური აქტივების მუხლი 17950 ლარით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სამკურნალო და სააოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამის 20000 ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდოს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა 20000 ლარით" აღნიშნა როლანდ ლაშხიამ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.