19 | 12 | 2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში 4600 ჰექტარი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში მთლიანად 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები,სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები,მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი)მუშაობს. ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა გურიაში (4600 ჰექტარი): ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ღრმაღელე - 210 ჰა, სოფ.ჩოლობარგი - 65 ჰა, სოფ. შუხუთი - 30 ჰა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფ. შრომა - 120 ჰა, სოფ. ძიმითი - 45 ჰა, ➡ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: სოფ. ამაღლება -180 ჰა.

გურიის მხარე-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა