17 | 12 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

გუშინ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯუმბერ ბლაგიძე უძღვებოდა.

კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგვისტოს თვის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხების განაწილების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საკითხთან დაკავშირებით მოწვეული იყო გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე. როგორც მან განმარტა, მთავრობის მიერ გამოიყო 247000 ლარი აგვისტოს თვეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნული თანხა მიიმართება ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენით სამუშაოებზე, სუფსის, ღრმაღელის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

კომისიამ იმსჯელა აღნიშნული საკითხის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილზე მისვლით შემოწმდება კომისიის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა