მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 09:46

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთში ფერმერებს და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მავნებელთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.