სამრევლო სკოლაში სწავლა დაიწყო

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 11:41

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო წელი ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლაში დღეს დაიწყო. მოსწავლეებს სწავლის დაწყება რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან გიორგაძემ მიულოცა. პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დალოცა სამრევლო სკოლის რექტორმა დეკანოზმა მირინმა (ფირცხალაიშვილი). განსაკუთრებით კი ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელებსა და პირველკლასელებს მიულოცეს. „გილოცავთ პირველ ნაბიჯებს ცოდნის დიდ ტაძარში. უფალმა წყალობა არ მოგაკლოთ“ _ განაცხადა ლევან გიროგაძემ. პირველი გაკვეთილის ზარმა სკოლის ყველა მოსწავლე კლასებში იხმო...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.