19 | 12 | 2017

ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

დღეს ლანჩხუთში რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ლანჩხუთის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებსა და გამგებლის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოება იყო.
"ჩვენ წარმატებით გავიარეთ პირველი ეტაპი და რაკი არის მოსახლეობის მოთხოვნა, ამიტომ პროცესში ჩავრთეთ ავიაცია, რომელიც უკვე წამლავს სამეგრელოს ფართობებს", განაცხადა ქალბატონმა ნინომ.
მისივე თქმით, საავიაციო შეწამვლა მავნებლის წინააღმდეგ მხოლოდ საყანე ფართობებში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გურიაში აზიურმა ფაროსანმა თხილისა და სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა