19 | 12 | 2017

ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, მუშაობას შეუდგა 18 საბავშვო ბაღი. უახლოეს დღეებში სასწავლო პროცესი დაიწყება ახლადრეაბილიტირებულ შუხუთის, ახლდაშენებულ ლესისა და ჩოლობარგის საბავშვო ბაღებში. აღნიშნულ ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეტანილია ავეჯი და ყველა ის საჭირო ატრიბუტი, რაც სააღმზრდელო პროცესის წარსამართად საჭირო და აუცილებელია. ყველა საბავშვო ბაღი მომარაგებულია პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთებით. ასევე ყველა შეტანილია ახალი წიგნები (ზღაპრები, მოთხრობები, ენციკლოპედიები, საბავშვო ლექსები), თვალსაჩინოებები, სასწავლო ხარჯვადი რესურსები (ფერადი ფურცლები, პასტელები, აკვარელი საღებავები, მაგნიტური დაფები, პლასტელინები და ა.შ.) ამჟამად სააღმრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში 1300 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა