17 | 12 | 2017

საინფორმაციო შეხვედრები „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ დაიწყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს საინფორმაციო კამპანია „აზიური ფაროსანა“-ს საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შუხუთის, მაჩხვარეთის, მამათის, აცანის, აკეთის, ნიგოითისა და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა „აზიური ფაროსანა“-ს წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში.
აღნიშნულმა შეხვედრებმა მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა