19 | 12 | 2017

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ 23 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ოჯახები დაათვალიერა.
ძლიერმა ქარმა 18 სახლს გადახადა სახურავი. მათ შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები. საამისოდ მთავრობის განკარგულებით 247 267 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა თავდაპირველად ლეილა ბლაგიძის ოჯახი მოინახულა. აღნიშნულ სახლზე სამუშაოები 2 დღეში დასრულდება. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ თევზაძისა და ვახტანგ კოიძის ოჯახებში იმყოფებოდა. გამგებელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის საპროექტო განყოფლების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე იმყოფებოდა.
_„ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩვენი სახლი. მოგეხსენებათ, 5 შვილი გვყავს. სახურავი იმდენად დაზიანდა, ჩვენი ძალებით ამის შეკეთებას ვერაფრით შევძლებთ. გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ და ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანეთ“_განაცხადა მიხეილ თევზაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შესაკეთებლად 541 337 ლარი გამოეყო. მათ შორისაა მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება - 83 964 ლარი; 2016 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავების შესაკეთებლად - 90 408 ლარი ჩაირიცხა, 2017 წელს აპრილის თვეში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით _ 119 965 ლარი. ასევე მთვარობის განკარგულებით, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს 247 267 ლარი გამოეყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა