17 | 12 | 2017

„სამოყვარულო თასი“ ლანჩხუთის „ოქროს უბანმა“ მოიპოვა

გუშინ ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ „მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშება გაიმართა. ერთმანეთს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება მასპინლებს ხვდა წილად. ლანჩხუთის გუნდმა - „ოქროს უბანი“ ჩოხატაურის - „გუბაზი“ 10:1 დაამარცხა.
გამარჯვებულებს „მოყვარულთა თასი“ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა და მოყვარულთა გათამაშების კურატორმა ლაშა ჭეიშვილმა გადასცეს.
თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა ესწრებოდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა