19 | 12 | 2017

ნიგოითში მიშა გოგუაძის სახელობის სტადიონი გაიხსნა

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული, მიხეილ გოგუაძის სახელობის სტადიონი გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით აღნიშნული სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. გაკეთდება ტრიბუნა, გასახდელები და ა.შ.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაიმართა საჩვენებელი მატჩიც გოგონებსა და ბიჭებს შორის, სადაც მობურთალი გოგონები განსაკუთრებული ტაქტიკით გამოირჩეოდნენ. ლანჩხუთელი გოგონები საკმაოდ წრმატებულები არიან სპორტის ამ სახეობაში.
როგორც ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა: „ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში დღეს ლანჩხუთში ვიმყოფებით. ფეხბურთის განვითარების კუთხით გურია საკმაოდ აქტიური რეგიონია. ყველაზე მეტი გუნდი რეგიონთა თასზე გურიიდან მოდის და ეს ძალიან სასიხარულოა. მასიურ ფეხბურთში ჩართვა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათი სწორად და ჯანსაღად განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა