23 | 10 | 2017

მექანიკური საშუალებები მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებსა და შესაწამლ პრეპარატს გადასცემს. მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესიც უახლოეს დღეებში დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის,აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას მიეწოდება საინფორმაციო მასალები. ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, 100 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლა. როგორც გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა მამუკა ვადაჭკორიამ განაცხადა: „-შემოტანილია 14 406 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი და ასევე, 14 406 ცალი ფერომონი, რომელსაც თან ახლავს საინფორმაციო ბუკლეტები. ისინი თითოეულ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა