23 | 10 | 2017

საჩუქარი აცანის საბავშვო ბაღს

დღეს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი აცანის საბავშვო ბაღს ეწვია. დეპუტატმა, „ფონდი წილოსანის“ სახელით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის სათამაშოები საჩუქრად გადასცა. ნინო წილოსანი პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა. მას ძალიან მოეწონა ის ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც აღმზრდელებმა წლების განმავლობაში საკუთარი ხელებით შექმნეს. აქვე ის პრობლემებიც განიხილეს, რომელიც დღეს საბავშვო ბაღს გააჩნია. კერძოდ, შენობა, რომელშიც ბაღია განთავსებული თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. დეპუტატმა მათ დახმარება და გვერდით დგომა აღუთქვა. „-ეს ძალიან დიდი საჩუქარია. გმადლობთ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენს შვილებზე. მათ დღეს ძალიან გაიხარეს. გმადლობთ ყურადღებისთვის“ _განაცხადეს მშობლებმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა