23 | 10 | 2017

24 წელი სოხუმის დაცემიდან

გოჩა, მერაბი, ჯამბულათი, ვაჟა, ჯემალი, ზაალი, ზაზა, დავითი, პაატა, თამაზი, ნიკა კახა - ეს ის ბიჭები, ის ლანჩხუთელი გმირები არიან, რომლებმაც აფხაზეთში სამშობლოს დაცვას ანაცვალეს ქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ, სიცოცხლე. 24 წლის წინ სოხუმი დაეცა. დღევანდელ დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიხსენეს გმირები. მათი სულების საოხად აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში მღვდელმა გიორგი ცქიტიშვილმა პანაშვიდი გადაიხადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს ბიჭების საფლავები. თითეული მათგანის ოჯახს კი ანგარიშზე 200-200 ლარი ჩაერიცხა. "ეს ბიჭები გმირები არიან, რა დროც უნდა გავიდეს, მათ სახელებს დავიწყება არ უწერიათ. მათ თავიანთი კვალი სამუდამოდ დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში" - განაცხადა გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა