18 | 12 | 2017

კომისიის სხდომა

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ კომისიის წევრებთან და გამგეობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა:

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
3. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
4. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.

5. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.

6.სხვადასხვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა