18 | 12 | 2017

ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების ახალი ცენტრი ამუშავდება

ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი ამუშავდება. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და რეჯიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდნენ.
როგორც დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება. 
სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, ექთნებით, მძღოლი-მაშველებით, ეყოლებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების მანქანები, რათა მოსახლეობის დახმარებისთვის დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის - ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების დროს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა