23 | 10 | 2017

საკრებულოს სხდომა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. 
საკრებულომ იმსჯელა დღის წესრიგის ძირითადი და დამატებითი საკითხების ირგვლივ და შემდეგ საკითხებზე მიიღო გადაწყვეტილებები:

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ოქტომბრის N38 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ 
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე.

დამატებითი საკითხები:

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“


საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღებაზე და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივნისის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დღის წესრიგის შემდეგ საკითხებზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულომ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა