18 | 12 | 2017

გუბერნატორმა ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა

ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელმა საწარმო „გურია თხილმა“ დაიწყო ფუნქციონირება. აღნიშნული ორგანიზაცია კოოპერატივის სახით 2014 წელს ჩამოყალიბდა და მასში გაწევრიანებულია 97 ოჯახი. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს.. „ენპარდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეას“ დახმარებით მოპოვებული გრანტის მეშვეობით დანადგარების შეძენა მოხერხდა. როგორც კოოპერატივის თავმჯდომარე ლია მუხაშავრიამ განაცხადა „გურია თხილს“ სამომავლო გეგმებიც აქვს. მისი თქმით, სამომავლოდ დასაფასოებელი დანადგარების შეძენა იგეგმება, რათა სასაქონლო სახის მიღების შემდეგ, პროდუქციის ბაზარზე გატანა შეძლოს. ამ ეტაპზე თხილის პირველადი დამუშავება მიმდინარეობს.
ახალი საწარმო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიის მხარის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა