23 | 10 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ!

➡️საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2017 წლის 18 სექტემბრის №3250 ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. შრომისუბნის ტერიტორიაზე ერთი სული მსხვილი რქოსანი პირუტყვის პათმასალაში მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა ცოფი.
➡️საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის #308 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის 2017 წლის 20 სექტემბრის N231 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. შრომისუბნის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიების გატარება.
➡️აქვე დავძენთ,რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა