18 | 12 | 2017

საჭიდაო დარბაზი რემონტდება

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ბზეკალავამ გვიმბალაურში საჭიდაო სკოლის დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

"ფალავანის" დარბაზის რემონტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "ტაო" ასრულებს, ღირებულება კი 44 444 ათასი ლარია.
ა(ა)იპ "სპორტული ცენტრის" დირექტორის, გაგა იმნაიშვილის თქმით, დღეს "ფალავანს" 70 მოსწავლე ჰყავს.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა