23 | 10 | 2017

როინ დობორჯგინიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

7 ოქტომბერს, ლანჩხუთში,სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა ჩვენი თანამემამულის,მსოფლიო თასის მფლობელის როინ დობორჯგინიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.ტურნირი ჩატარდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით,რომელსაც ორგანიზება გაუცია ლანჩხუთის სპორტულმა ცენტრმა,(დირექტორი გაგა იმნაიშვილი)და ჭიდაობის განყოფილებამ(უფროსი გოჩა ლომაძე) ტურნირში მონაწილეობდნენ: ბათუმის,ქობულეთის,ჩაქვის,წალწნჯიხის,ჯვარის,სამტრედიის,ფითის,ჩიხატაურის,ქუთაისის, და ლანჩხუთის ნორჩ ფალავანთა ჯგუფბი. ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელს იცავდა 28 მონაწილე,რომელთაგან მოპოვებული იქნა 19 სხვადასხვა სინჯის მედალი. ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს გიორგი გემაზაშვილმა (42კგ.) და თამაზ ღლონტმა (32კგ.)ვერცხლის მედალოსნები გახდნენ: მამუკა შავაძე (50კგ.)გენო ომნაძე (76კგ.) გიორგი სურმანიძე (59კგ.) კახაბერ აფხაზავა (32კგ.)და ლერი ქამაშიძე (32კგ) ბრინჯაოს მედლები წილად ხვდა:ამირან პაქსაძე (35კგ.) ლუკა ლომაძეს (35კგ) ზურიკო იაშვილს (35კგ) საბა კუნჭულიას(32კგ) დავით ფირცხალაიშვილს (32კგ) საბა ჯიჯიეშვილს (32კგ) დემეტრე მახარაძეს (54კგ) ზაზა თევზაძეს (23კგ) გიორგი იაშვილს (26კგ) ილია ჩხაიძეს (29კგ) და გიორგი ტუღუშს (29კგ). გუნდი ტურნირისათვის მოამზადეს მწვრთნელებმა: კახა აფხაზავამ,კახა გოგოლიშვილმა,გოჩა ლომაძემ და დავით მჟავიამ.ტურნირს ესწრებოდა თვით ბატონი როინ დობორჯგინიძე.საუკეთესოთ იასპარეზა თამაზ ღლონტმა,ფინალში 10:0 დაამარცხა ჩოხატაურელი გიორგი ირემაძე,რისტვისაც ტურნირის ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზი მიანიჭეს,რომელიც ბატონმა როინმა დააწესა.დასავლეტ საქარტველოს ჩემპიონობა ურიგო შედეგი არ არის,ვეცდებით საქართველოს პირველობაზეც კარგი შედეგი დავდოთ.

სპორტული ცენტრი-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა