17 | 12 | 2017

ლანჩხუთმა ოზურგეთი 3:0 დაამარცხა და ტურნირის პირველადგილოსანიც გახდა

11-12 ოქტომბერს, ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა ბორის პაიჭაძის სახელობის თასის გათამაშება 2004-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
ამ დღესთან დაკავშირებით გაიხსნა ბორის პაიჭაძის ბიუსტიც.
ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ოზურგეთის "მერცხალი" და ლანჩხუთის "გურია" საკმაოდ დაძაბული თამაში ჩვენებურთა გამარჯვებით დასრულდა. ლანჩხუთმა ოზურგეთი 3:0 დაამარცხა და ტურნირის პირველადგილოსანიც გახდა. ბურთები გაიტანეს ბაგათელიამ (2) და ღლონტმა (1).
ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად რომან ბისიეშვილი აღიარეს.
გამარჯვებულებს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა