- დეტალები
-
გამოქვეყნებულია კვირა, 15 ოქტომბერი 2017 19:44
დღეს ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანდა. საკმაოდ რთული ვითარებაა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, დაღვარული და დაზიანებულია შიდა მიმოსვლის გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აკეთში, რამდენიმე ადგილას მეწყერია ჩამოწოლილი.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები გასულები არიან შემთხვევის ადგილებზე.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ დროისთვის კვლავ შეფერხებაა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ამ წუთებშიც შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.
