ქაჯვარაში 22 ოჯახია სოფლის ცენტრს მოწყვეტილი

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 14:45

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ჯურუყვეთში იმყოფებოდა. მეწყერის შედეგად კვაჭაძეების უბანში 4, ხოლო ქაჯვარაში 22 ოჯახია სოფლის ცენტრს მოწყვეტილი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
გამგეობის შესაბამისი სამსახური ზარალს ითვლის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.