21 | 11 | 2017

ქვეყნის არცერთ რეგიონში მუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამას არ აფინანსებს

22 სექტემბერს, ლანჩხუთის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბს” სტუმრობდა ტელეკომპანია „იმედის” გადამღები ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ელენე ცინცაძე, გიორგი რომანაძე და ზაზა თუშიშვილი. ისინი მუშაობდნენ სიუჟეტზე ,,როგორ დაამარცხეს გურულებმა კიბო, ყველაზე სწრაფად”.
ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბი, რომელსაც მზია კვირკველია ხელმძღვანელობს, 2011 წელს დაარსდა. თავიდან კლუბი ძუძუს კიბოთი ნაოპერაციებ 12 ქალს აერთიანებდა, ახლა 50-მდე წევრი ჰყავს.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. კლუბი ხუთას ქალზე მეტს ითვლის. აქვს რამდენიმე რეგიონული ოფისიც. ლანჩხუთის კლუბიც ერთ-ერთია.
ოპერაციის შემდეგ ცხოვრების სრულფასოვნად გასაგრძელებლად საჭიროა რეაბილიტაცია, მასაჯები, სხვადასხვა თერაპია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ა.შ. რაც ძალიან ძვირია და ხშირად პაციენტებს ხელი არ მიუწვდებათ.
საჭირო ფინანსების მოსაძიებლად მზია კვირკველიამ ლანჩხუთის გამგეობას მიმართა. მუნიციპალიტეტს ძუძუს კიბოს ნაოპერაციებ ქალთა სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსება სთხოვა. სოციალურმა სამსახურმა პროგრამა დაუფინანსა თავდაპირველად 5 000 ლარით. ახლა კი პროგრამა მუნიციპალიტეტიდან 20 000 ლარს იღებს. თუმცა, მას სკრინინგის კომპონენტიც დაემატა. ყოველთვიურად მზია კრებს ქალებს 16 სოფლიდან და გამოკვლევებისთვის თბილისში მიჰყავს. ტრანსპორტირების ხარჯები პროგრამაში შედის. მამომობილით ლანჩხუთში ექიმებსაც იწვევს და ქალებს ადგილზე შეუძლიათ სამედიცინო კონსულტაციის მიღება. 
მზია იხსენებს, რომ ამერიკის საელჩოში რამდენიმე ქვეყნის ექსპერტ-ონკოლოგების ფორუმზე ლანჩხუთი ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად დასახელდა, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის არცერთ რეგიონში მუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამას არ აფინანსებს.
პროგრამის დახმარებით, როგორც მზია ამბობს, ლანჩხუთის რაიონიდან 3 5000-მდე ქალმა ჩაიტარა სკრინინგი. მათგან სამოცამდე ქალს კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და დროულად დაიწყო მკურნალობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა