17 | 12 | 2017

პაპუნა ფირცხალაიშვილის პოეზიის საღამო

ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა პაპუნა ფირცხალაიშვილის პოეზიის საღამო "გზაჯვარედინზე". სტუმრებს პაპუნასთან ერთად თავიანთი ლექსები წაუკითხეს პაპუნა რევიშვილმა, თორნიკე დუმბაძემ, ნიკოლოზ ფუტკარაძემ და გიორგი (იგი) ხარაიშვილმა.
ბიჭები კითხულობდნენ ლექსებს სიყვარულზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე. ეს მართლაც იყო ქართული სიტყვის ნამდვილი ზეიმი.
საღამოს დასასრულს პაპუნა ფირცხალაიშვილამ გაგვიმხილა, რომ ეს დღესასწაული აჩუქა დედას, ზაირა ჩაჩუას, რომელიც იმ დღეს იუბილარი იყო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა