- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 15:10
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა.
ბიურომ ორი ძირითადი საკითხი განიხილა:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .
აღნიშნული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება.
