21 | 11 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესბის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესბის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც გიორგი ჩხავაძე უძღვებოდა.

კომისიამ კომპანია ,,ტოდინისა“ და შ.პ.ს ,,GL”-ის დამფუძნებლის წერილები განიხილა. 
წერილებში დასმულია საკითხი, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სოფელ შუხუთში მდებარე უძრავი ქონების (მიწის, ე.წ ,,ფერმერთა სახლი“ ) სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასთან დაკავშირებით.

კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნეს, მიზანშეწონილია, აღნიშნული ქონების სარგებლობაში გადაცემა აუქციონის წესით მოხდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა