21 | 11 | 2017

ხელისუფლების წარმომადგნლებმა საბავშვო ბაღები დაათვალიერეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლესისა და ჩოლობარგის ახლადაშენებული, შუხუთის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. სამივე ბაღში დაწყებულია სასწავლო პროცესი. სამუშაოები შპს „დამბამ“ შეასრულა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ლანჩხუთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და საამშენებლო სამუშაოებზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აშენდა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღები, 19 კი სრულად რეაბილიტირდა.
სრულად შეიცვალა კვების რაციონი, რომელიც პედიატრების მიერაა შედგენილი. ამჟამად საბავშვო ბაღებში 1200 ბავშვია დარეგისტრირებული.
„-მადლობა, რომ ასეთი ბაღებში უხდებათ აღზრდა ჩვენს შვილებს. გმადლობთ, რომ ასე ზრუნავთ მათთვის. ჩვენ ვხედავათ თქვენს დიდ თანადგომას ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია.“ _ განაცხადეს აღსაზრდელების მშობლებმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა