21 | 11 | 2017

ჯურუყვეთის საბაზო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გუშინ,ჯურუყვეთის საბაზო სკოლას სტუმრები ეწვივნენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ლევან იოსელიანმა დედის, ნანა ანთაძის ხსოვნის პატივსაცემად, სოფელს ჯერ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აუშენა, შემდეგ კი სკოლას რეალიბიტაცია ჩაუტარა და ახლა ამავე სოფელში ამბულატორიის მშენებლობას იწყებს.
ლევან იოსელიანთან ერთად ჯურუყვეთში საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საჩუქრები სკოლას (კომპიუტერული ტექნიკა, წიგნები და ა.შ.) ლევან იოსელიანის დამ, მაკა იოსელიანმაც გადასცა.
ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო პარაკლისი მამა ირაკლიმ (წულაძე) აღავლინა...
ეს ერთი დღე სოფლის ლამაზ დღესასწაულად იქცა, რომელსაც ქველმოქმედება და სიკეთე ქვია სახელად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა