21 | 11 | 2017

იდეების განვითარების ფონდის შეხვედრა ლანჩხუთში

მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ,,იდეების განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოში, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, დავით კარტოზიამ დაარსა და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში საგრანტო პროექტების განხორციელებას გეგმავს.როგორც შეხვედრაზე წარმომადგენლებმა განაცხადეს, მცირე გრანტები გაიცემა 200-დან 20 ათასი დოლარის ფარგლებში და ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას არ გულისხმობს. პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს, სოფლის მეურნეობის, ფერმერული საქმიანობის, ტურიზმის განვითარებას. დაფინანსების ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია შეიძინოს საჭირო დანადგარები, ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე გულისხმობს მშენებლობასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირევბულ ხარჯებს და ა.შ. გრანტის მიღების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და მიაწოდს აღნიშნული ფონდის ადგილობრივ ორგანიზაციას ლანჩხუთში, რომელსაც კორდინაციას გიორგი გოგუაძე უწევს. ამის შემდეგ დაიწერება ბიზნეს გეგმა და გაიგზავნება ამერიკაში. ბიზნეს გეგმის შერჩევა მოხდება მონიტორინგის კომისიის მიერ შესაბამისი კრიტერიუმის გათვალისწინებით. აღნიშნულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფერმერები, მეფუტკრეები, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა