21 | 11 | 2017

ლანჩხუთელ პოლიციელებს პროფესიული დღე

10 ნოემბერს ლანჩხუთში ვეტერანი პოლიციელები ტრადიციულად შეიკრიბნენ პოლიციის სკვერში, გაიხსენეს კოლეგების ღვაწლი და დამსახურება მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, სკვერში არსებული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ლანჩხუთელ პოლიციელებს პროფესიული დღე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა