21 | 11 | 2017

ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს.

. „ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N27 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ;

ბიუროს წევრემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის მოისმინა. მათ შეკითხვებს, მომხსენებელმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ უპასუხა. ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად იქნა მიღებული.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, 11.00 საათი განისაზღვრა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა