21 | 11 | 2017

ახლადარჩეული მერი საქმიანობას შეუდგა

ლექსანდრე სარიშვილი 1984 წლის 21 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში) დაიბადა; 2001 წელს დაამთავრა სოფ. ჩოჩხათის საშუალო სკოლა; 2007 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტ¬მენეჯერის სპეციალობით; 2003-¬2007 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი; 2008-¬2009 წლებში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალში გაიარა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლების სრული კურსი ბუღალტრის სპეციალობით; 2007-¬2008 წლებში მუშაობდა ბერძნულ კომპანია შპს „პონტოსტარ კომპანიში“ სავაჭრო აგენტად; 2009-¬2011 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით; 2013-¬2014 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტო რიული ორგანოს რწმუნებულად; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო¬საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; არის „ქართული ოცნება ¬ დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძ ნებელი, 2017 წლის მარტიდან კი მისი აღმასრულებელი მდივანი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა