21 | 11 | 2017

საზეიმო წირვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ესწრებოდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა დღეს ლაშისღელის 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარში აღევლინა.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
საზეიმო წირვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ესწრებოდა.
„-დღეს განსაკუთრებული დღეა ქართველებისთვის. საქართველო 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნვას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ დიდი თავდადებისა, რაც ქართველებს ოდითგან მოსდგამთ...“_ბრძანა ქადაგებისას ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი (ტუღუშმა).
მამა გიორგიმ მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი დალოცა და მას წარმატებები უსურვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა