21 | 11 | 2017

პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო

ჩიბათის საჯარო სკოლაში პროექტის „ჩვენი უფლებები -ONLINE“ „არა სიძულვილს“ პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტის მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ცნობიერების ამაღლება კიბერ უსაფრთხოების და ონლაინ სივრცეში არსებული გამოწვევების შესახებ, ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების სწავლების მეშვეობით. 
პროექტი ჩიბათის საჯარო სკოლიდან დაიწყო და თითქმის ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. პროექტი საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ესენია: პერფონმასების და მანეკენ ჩელენჯის გადაღება, „არა სიძულვილს“ მუზეუმის გახსნა და პოსტერების გამოფენა, განხილვა-დისკუსია, სიძულვილის ენის მნიშვნელობა და გააზრება და ა.შ.

➡️პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა გახლავთ. იგი დაფინასებულია ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ქალბატონ ნინო წილოსანის მიერ. 
➡️ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ საუკეთესო ათეულში გამარჯვებული მასწავლებლები, ასევე კოალიცია "განათლება ყველასათვის" თავმჯდომარე, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC ) დირექტორი ქალბატონი ირინა ხანთაძე და მასწვლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მანანა რატიანი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ აფხაზავა, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე ესწრებოდნენ. 
სტუმრებმა სკოლის ეზოში ხეხილი დარგეს, სტუმრებმა თავიანთი თავი წარადგინეს. 
➡️ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსწვალეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა