19 | 12 | 2017

ჩემი პირველი კომპიუტერი

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 90 წარჩინებულ მეათეკლასელს კომპიუტერი გადაეცა.
წარმატებულ მოსწავლეებს საჩუქარი გადასცეს გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და გია ებრალიძემ, ლანჩხუთის ახალარჩეულმა მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ლელა სვიმონია და ნინო სოზიაშვილი, რომელთა განცხადებით, პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.
"რაც დრო გადის, გურია მით უფრო წარმატებული ხდება. ასეთი მონაცემები ნამდვილად არ გვქონია გასულ წლებში" - აღნიშნეს სსიპ-ს წარმომადგენლებმა.
ნოუთბუკები გადაეცათ ლანჩხუთის 21, ჩოხატაურის 24 და ოზურგეთის 45 მოსწავლეს.
ლანჩხუთიდან კომპიუტერები გადაეცათ ქალაქის პირველ და მესამე, ასევე ღრმაღელის, წყალწმინდის, შუხუთის, ჩიბათისა და ლესის საჯარო სკოლების მეათე კლასელებს.
რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის თქმით, ამ მოსწავლეებს სრულ ათიანებზე აქვთ დამთავრებული მე-7, მე-8 და მე-9 კლასები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ბავშვებს მიულოცა დღევანდელი დღე და შემდგომი წარმატება უსურვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა