19 | 12 | 2017

მერი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი სამტერდია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე ავტობანის მშენებლი ჩინური კომპანიის, "სინოჰიდროს" წარმომადგენლებს შეხვდა. ბატონმა ალექსანდრემ და კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას შეექმნა და მათი აღმოფხვრის გზები დაგეგმეს. ასევე გამოთქვეს სურვილი შემდგომი უკეთესი და კანონის ჩარჩოებში მოქცეული თანამშრომლობისა. თავის მხრივ, კომმპანიის წარმომადგენლებმა ალექსანდრე სარიშვილს მიულოცეს ახალ თანამდებობაზე არჩევა და წარმატებები უსურვეს. შეხვედრის დასასრულს, სტუმრები და აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მორჩილაძე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაეშურნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა