17 | 12 | 2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა ჩაატარა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა ჩაატარა, რომელსაც ახალარჩეული მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი იყო სამი საკითხი, რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო 2017 წლის ბიუჯეტის ათი თვის შესრულების ანგარიში.
ანგარიში საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლანშიამ წარმოუდგინა.
მისი თქით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, შემოსულობებმა 11508082 ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 81,3%-ია.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ექნება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა