19 | 12 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარე კოლეგებს და თანამშრომლებს დაემშვიდობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ საკრებულოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების სამსახურების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, პატივისცემისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატება უსურვა მათ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.

,,ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს გახლავთ ჩვენი მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ურთიერთთანამშრომლობისთვის, ვფიქრობ საკრებულო თავის უფლებამოსილებას კარგად ახორციელებდა, დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, სადაც უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი.
რაც შეეხება ახალი მოწვევის საკრებულოს, გულწრფელად მინდა მივულოცო თითოეულ არჩეულ დეპუტატს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნდობის გამოცხადება. მოხარული ვარ, რომ მათი გარკვეული ნაწილი მოქმედი საკრებულოს წევრები ბრძანდებით. წარმატებები მინდა გისურვოთ და იმედი მაქვს ახალი მოწვევის საკრებულო ჩვენზე უკეთ, ნაყოფიერად წარუძღვება საქმიანობას“, აღნიშნა გიორგი ხელაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა