17 | 12 | 2017

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე გახდა

✔️ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 20 ნოემბერს მოწვევის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

საკრებულოს პირველი სხდომა ლანჩხუთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.

✔️თამარ ბისიეშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, ლანჩხუთის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცესწევრს ამირან ქანთარიას გადასცა.

✔️სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ დამტკიცდა.

✔️საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოადგილის თანამდებობაზე ვლადიმერ ნანაძის კანდიდატურა დაასახელა.

✔️საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 32 -წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -27, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’-2, ,,ევროპულ საქართველოს’’-2, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ კი 1 წევრი ეყოლება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა