ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017 10:24

ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება. სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, ექთნებით, მძღოლი-მაშველებით, ეყოლებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების მანქანები, რათა მოსახლეობის დახმარებისთვის დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის - ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების დროს.
ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრის ცენტრი კვირკველიას ქუჩაზე განთავსებული.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.