19 | 12 | 2017

ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც ლანჩხუთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ბისიეშვილმა გახსნა. თამარ ბისიეშვილმა საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს ლანჩხუთის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა. ამის შემდეგ სხდომას ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრი, ამირან ქანთარია გაუძღვა. სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა დაასახელა. ოპოზიციას თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია. ფარული კენჭისყრის შედეგად ბესიკ ტაბიძე არჩეულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ. მოადგილის თანამდებობაზე ვლადიმერ ნანაძის კანდიდატურა დასახელდა. საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრის შედეგად ბატონი ვლადიმერი დასახალებულ თანამდებობაზე აირჩიეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში 32 წევრია: „ქართულ ოცნება“ -27 მანდატს ფლობს, „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ – 2-2-ს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი მანდატის მფლობელი. იმავე სხდომაზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის თაობაზე ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული. საკრებულოს წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარედ ბესიკ კუპრაძე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩა ასევე საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიც: სამანდატო - საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია- ვერიკო კვირკველია; საფინანსო -საბიუჯეტო კომისია- ალექსანდრე მახათაძე; სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია-ელისო ჭიჭინაძე; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია -გიორგი ჩახვაძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - გიორგი გვარჯალაძე. სხდომის დასასრულს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები უსურვა: - იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ პრობლემას დავძლევთ და შევძლებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლების იმედები გავამართლოთ. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა