19 | 12 | 2017

მოსახლეობამ მერს პრობლემის შესახებ აცნობა

შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას კარგა ხანია, რაც ჩინურ კომპანიასთან, რომელიც ავტობანის სამუშაოებს ასრულებს, პრობლემები აქვს. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე მიიღო შუხუთის მოსახლეობა, დეპუტატთან, აკაკი იმნაიშვილთან და შუხუთში მერის წარმომადგენელთან, დავით ფირცხალაიშვილთან ერთად. მოსახლეობამ მერს თავიანთი გასაჭირი აცნობა. მათი თქმით, კომპანია არ მოდის არანაირ დათმობაზე, არადა, მათი მდგომარეობა გაუსაძლისია. ალექსანდრე სარიშვილი დაპირდა მათ, რომ ადგილზე შეისწავლიდა სიტუაციას და კიდევ ერთხელ აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში აღნიშნული კომპანიის მესვეურებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა